სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოსახლეობის
საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში
ცხოვრობს და ძვირადღირებული ელექტროტექნიკის შეძენა არ შეუძლია. CRRC-საქრთველოს მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის,
კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით,
საქართველოში მოსახლეობის
28% აცხადებს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის; 33%-ს
საკვებისთვის ფული აქვს, მაგრამ ტანსაცმლის შესაძენად - არა და 31% აცხადებს, რომ ფული
საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნის, მაგრამ არ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა.
მოსახლეობის მხოლოდ 7% ამბობს, რომ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა და მხოლოდ
2%, რომელსაც ყველაფრის შეძენა შეუძლია, რაც სურს. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთში.
თუმცა, ოდნავ განსხვავებულია აზერბაიჯანში,
სადაც ნაკლებია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ფული საკვების შესაძენად არ ჰყოფნით
(22%).
2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბლოგი იკვლევს
სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების რა რაოდენობა ფლობს სარეცხ
მანქანას, მაცივარს და კონდიციონერს. ამ ბლოგის საშუალებით ასევე გავიგებთ, რომელ წელს
შეიძინეს ოჯახებმა ეს ნივთები, 2000 წელს თუ მის შემდეგ.
იმ საოჯახო ტექნიკიდან, რომელსაც ამ ბლოგში განვიხილავთ, მაცივარი ყველაზე
ფართოდაა გავრცელებული (აზერბაიჯანში მას ოჯახების 94% ფლობს, სომხეთში
- 79% და საქართველოში
- 78%). აზერბაიჯანსა
და საქართველოში ოჯახების დაახლოებით ნახევარს აქვს ერთი ავტომატურ სარეცხი მანქანა.
სომხეთში ოჯახების რაოდენობა, რომელსაც სარეცხი მანქანა აქვს, ოდნავ მეტია. კონდიციონერებს
ფლობს სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ მცირე რაოდენობა. აზერბაიჯანში
ეს რიცხვი გაცილებით დიდია (29%). გასაკვირი
არ არის, რომ სამივე ქვეყანაში, დედაქალაქში მცხოვრები ოჯახები უფრო მეტად ფლობენ საოჯახო
ტექნიკას, ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.
საქართველოში საოჯახო ტექნიკის შეძენის ტენდენციის ანალიზისას ჩანს, რომ
2000-დან 2008 წლამდე პერიოდში ტექნიკის შეძენა გაიზარდა, შემდეგ კი დაიკლო. ეს კლება შეიძლება, დავუკავშიროთ 2008 წლის მსოფლიო
ეკონომიკურ კრიზისს. 2010 წელს ტექნიკის შეძენის ტენდენცია ისევ გაიზარდა, ხოლო
2011 წელს კვლავ დაეცა. 2012 წელს კონდიციონერების
შეძენა გაიზარდა 2012 წელს, ავტომატური სარეცხი მანქანების შეძენის ტენდენციამ იკლო,
ხოლო მაცივრების იგივე დარჩა. 2013 წელს, სამხრეთ
კავკასიაში მცხოვრებმა ოჯახებმა, ნაკლები კონდიციონერი და ავტომატური სარეცხი მანქანა
შეიძინეს.
სომხეთში, საოჯახო ტექნიკის ყიდვის ტენდენციები საქართველოს მსგავსია. გამონაკლისია კონდიციონერები, რომელთა შეძენა გაიზარდა 2013 წელს.
შენიშვნა: 2001 და 2002 წლებში,
საქართველოში მცხოვრები ოჯახების დაახლოებით ერთნაირმა რაოდენობამ შეიძინა მაცივრები,
სარეცხი მანქანები და კონდიციონერები.
როგორც ჩანს, მსოფლიო
ეკონომიკურმა კრიზისმა აზერბაიჯანზეც იმოქმედა. თუმცა, 2009 წლის შემდეგ, მთლიანი შიდა
პროდუქტი გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტექნიკის შეძენა შემცირდა. ამის შესაძლო ახსნა შეიძლება
იყოს ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზთან და ნავთობთანაა
დაკავშირებული. ეს კი, სავარაუდოდ, უფრო ეკონომიკურ ელიტას ეხება და ნაკლებად - ჩვეულებრივ
მოსახლეობას და მის მსყიდველობით უნარს.
ამრიგად, რეგიონში კიდევ
ბევრი ოჯახია, რომელსაც არ აქვს ისეთი საოჯახო ტექნიკა, როგორიცაა ავტომატური სარეცხი
მანქანა და კონდიციონერი. დედაქალაქში მცხოვრებნი უკეთ არიან აღჭურვილი საოჯახო ტექნიკით,
ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.
trung tâm đào tạo kế toán, hoàng trung dũng, hình nền đẹp, thủ thuật internet, hack game online, video hài hước, tin tức kế toán, tài liệu kế toán, brainy quotes, giày nam hàng hiệu, in áo bóng đá tại hoành bồ quảng ninh, thiết kế, in áo đồng phục, in áo bóng đá, đồng phục lớp, cần thuê dịch vụ thành lập doanh nghiệp, trung tâm kế toán tại bắc ninh, trung tâm kế toán tại hải phòng, trung tâm kế toán tại tphcm,
ReplyDelete